medimedi logo
ეწვიეთ ჩვენი ფეისბუქის გვერდს visit our facebook page

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა

ლაბორატორია

ჩვენი ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე დონის აპარატურით

სერვისები

კლინიკა მედიმედი ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობაზე

კონტაქტი

კლინიკა "მედიმედი"
ტელ: 2 91 14 01 , 

რა უნდა გავაკეთო თუ მწერის ნაკბენზე ჩემს შვილს აქვს დიდი რეაქცია- უწითლდება და უსივდება საკმაოდ დიდი ფართობი ნაკბენის ირგვლივ

კითხვის ავტორი: ნათია მიქაძე

პასუხი:

თუ მწერის ნაკბენს აქვს მხოლოდ ადგილობრივი რეაქცია საჭიროა გასუფთავდეს ნაკბენი ადგილი, დაედოს ცივი და შემაწუხებელი ქავილის შემთხვევაში მიიღოს ალერგიის საწინააღმდეგო რაიმე დასალევი პრეპარატი(ექიმის რჩევით) ან შეიზილოს ადგილობრივად ანტიალერგიული ან ჰორმონალური მალამო. 

თუ მწერის ნაკბენის შედეგი 6-24 საათის შემდეგ ვლინდება უფრო სერიოზული შეშუპებით, ნაკბენის ადგილიდან მოშორებით ან ნაკბენის მიმდებარე ლიმფური ჯირკვლების გადიდებით- ეს სერიოზული რეაქციის შემთხვევაა და აუცილებლად მოითხოვს პედიატრის დროულ კონსულტაციას.ხშირად საჭირო ხდება პროცესში ალერგოლოგის ჩართვა და კანის სპეციფიკური სინჯების ჩატარება სპეციალისტის მიერ.



მედ.დოქტორი-პედიატრი
გიული ფოფხაძე
30/09/2016წ
მთავარი | ჩვენი კლინიკა | სიახლე | ჩვენი ექიმები | კითხვა ექიმს | ექიმის რჩევები | კონტაქტი
CopyRight © 2016-2024 MediMedi.ge All Rights Reserved
Created By R.Ratiani