ცენტრის შესახებ
სამედიცინო ცენტრი მედიმედი მარჯანიშვილის ქ. N9 ში ფუნქციონირებს 2014 წლის სექტემბრიდან.
ცენტრში თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ კაბინეტ-ლაბორატორიებში მაღალკვალიფიციური სამსახური ეწევა როგორც მოზრდილებს, ისე ბავშვებს.
სამედიცინო ცენტრში მოღვაწეობენ პირველად ჯანდაცვაში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ოჯახის ექიმები, თერაპევტები, პედიატრები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, მედიცინის დოქტორები.
ხარისხიანი და უსაფრთხო სამედიცინო სერვისების მიწოდება ხორციელდება ოტოლარინგოლოგიურ,ოფთალმოლოგიურ, გინეკოლოგიურ, კარდიოლოგიურ, სტომატოლოგიურ, ქირურგიულ, დერმატოლოგიურ, ნეფროლოგიურ, ფიზიოთერაპიის, რეაბილიტაციის, პროფილაქტიკური იმუნიზაციის,ელექტროფიზიოლოგიის, და ულტრასონოგრაფიის კაბინეტებში; კლინიკიურ, ბიოქიმიურ, იმუნოლოგიურ და ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიებში.