გამარჯობათ,ჩემი შვილი 2 წლის და 6 თვისაა.8 თვის ასაკიდან უკვე ჰქონდა რამდენიმე ეპიზოდი მსტვინავი სუნთქვის, რომელიც უძლიერდება ღამით–ძილის დროს.
კითხვის ავტორი: მარიამი
პასუხი:
გამარჯობა მარიამ, დააკვირდით–მსტვინავი სუნთქვა აქვს მარტო ავადმყოფობის დროს თუ ჯანმრთელ მდგომარეობაშიც, ხომ არ უკავშირდება ცხვირსავალის პრობლემას მაგ.სურდოს ან ღებინების შემდგომ პერიოდს. კერძოდ, სურდოს დროს ცხვირის ლორწოვანის გამონაყოფის შედედებას ან ღებინების შედეგად საკვების მოხვედრას ცხვირსავალში შეიძლება ახლდეს მსტვინავი სუნთქვა, რაც მარტივად მოიხსნება ცხვირის ფიზიოლოგიური ხსნარით გამორეცხვის შედეგად.
თუ მსტვინავი სუნთქვა ახლავს სასუნთქი სისტემის მწვავე პროცესს– გნებავთ ეს არ იყოს ტემპერატურის ფონზე, რაც ძირითადად გაფრთხობთ მშობლებს– აუცილებლად უნდა მიაკითხოთ პედიატს,რომელიც დაადგენს მსტვინავი სუნთქვის ანუ ვიზინგის–გენეზს,მოგცემთ სათანადო დანიშნულებას მწვავე პროცესის დროს და რჩევებს პრაქტიკულად ჯანმრთელი პერიოდისთვის, რათა ეს პრობლემა პედიატრულ ასთმაში არ გადაიარდოს. გიული ფოფხაძე