გამარჯობა ელენე,სწორი პოზა ძილის დროს ახალშობილობის და ჩვილობის ასაკში არის ზურგზე წოლა 30°-ით ფეხებისკენ დახრილი, ზომიერად უხეშ, ბავშვისთვის განკუთვნილ საწოლზე. თუ მუცელზე წოლა მისთვის კომფორტულია-ეს გააკეთეთ დღისით, როცა თქვენ უფრო აქტიური მეთვალყურეობის საშუალება გაქვთ.
გაითვალისწინეთ აგრეთვე, რომ პატარები უფრო ხშირად თავს აბრუნებენ შუქის მხარეს-ფანჯრისკენ, ამიტომ თუ მისი საწოლი არ იძლევა გადაადგილების საშუალებას, მაშინ ბავშვი უნდა დააწვინოთ საწოლის ხან ერთ ხან მეორე ბოლოში, რომ თავის ფორმაც შევუნარჩუნოთ და კისერმრუდობაც არ ჩამოვუყალიბოთ