medimedi logo
ეწვიეთ ჩვენი ფეისბუქის გვერდს visit our facebook page

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა

ლაბორატორია

ჩვენი ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე დონის აპარატურით

სერვისები

კლინიკა მედიმედი ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობაზე

კონტაქტი

კლინიკა "მედიმედი"
ტელ: 2 91 14 01 , 

24 საათიანი ჰოლტერ-მონიტორინგი – ჩაიტარეთ კვლევა კლინიკა „მედიმედი"– ში (70 ლარი.)

2017წ, 27 აპრილი 15:48
2016წ, 14 სექტემბერი 15:33

ჰოლტერის მონიტორირება კვლევის მეთოდია, რომელიც სპეციალური მოწყობილობის ჰოლტერის მონიტორის მეშვეობით, გულის რითმის უწყვეტ ჩაწერას ახორციელებს.

   
  გამოკვლევა, ჩვეულებრივ, 24 საათს გრძელდება. კვლევის ამ მეთოდს ამბულატორიულ ელექტროკარდიოგრამასაც უწოდებენ. გულის რითმის ჩაწერა გულმკერდზე დამაგრებული ელექტროდების საშუალებით ხორციელდება. ელექტროდები პატარა პლასტიკური ფირფიტებია, რომლებიც მავთულების საშუალებით დაკავშირებულია მონიტორთან. ამ ტესტის ჩატარება დაეხმარება ექიმს შეაფასოს თქვენი გულის მუშაობა, როგორც ჩვეული ფიზიკური დატვირთვის, ასევე ღამით და მოსვენებულ მდგომარეობაში.
                                        ჰოლტერის მონიტორირებით ხდება:
პაროქსიზმული ტაქიკარდიის გამოვლენა –ეს არის მოსვენებულ მდგომარეობაში გულის ცემის უეცარი აჩქარება  140–200 შეკუმშვამდე წუთში;
მოციმციმე არითმიის ეპიზოდების გამოვლენა;
ექსტრასისტოლიის გამოვლენა;
ვოლფ–პარკინსონ–უაიტის ანუ WPW სინდრომის გამოვლენა.
სიცოცხლისთვის საშიში ბრადიკარდიის ან გულის გამტარებელი სისტემის ბლოკადის გამოვლენა.
ანტიარითმული თერაპიის ეფექტურობის შეფასების მიზნით.
გულის რითმის შეფასება გულში კარდიოსტიმულატორის ჩაყენების შემდეგ.
კორონარული სისხლძარღვების სპაზმით გამოწვეული სტენოკარდიის გამოვლენა.
გულმკერდში ტკივილის, სუნთქვის გაძნელების, გულისფრიალის, თავბრუხვევის, გონების დაბინდვის. გულის წასვლის მიზეზის დადგენა.


მრავალი გამოკვლევით დადგენილია, რომ რაც  უფრო ნაკლებია გულის რითმის ვარიაბელობა, ანუ რაც უფრო მონოტონურია მაჯის ცემა, მით უფრო მეტია გულის უეცარი სიკვდილის რისკი და სიკვდილიანობა პაციენტებში.

                                                                 ტესტის მოსამზადებლად საჭიროა
ჩაიცვათ წინშესაკრავიანი თავისუფალი ზედატანი, რაც დაიცავს ელექტროდებს აძრობისაგან.ტესტის ჩატარების წინ თქვენ, ჩვეულებრივ, შეგიძლიათ მიიღოთ საკვები და სითხე. დანიშნული მედიკამენტების მიღების რეჟიმი შეათანხმეთ ექიმთან.
მთავარი | ჩვენი კლინიკა | სიახლე | ჩვენი ექიმები | კითხვა ექიმს | ექიმის რჩევები | კონტაქტი
CopyRight © 2016-2024 MediMedi.ge All Rights Reserved
Created By R.Ratiani