medimedi logo
ეწვიეთ ჩვენი ფეისბუქის გვერდს visit our facebook page

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა

ლაბორატორია

ჩვენი ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე დონის აპარატურით

სერვისები

კლინიკა მედიმედი ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობაზე

კონტაქტი

კლინიკა "მედიმედი"
ტელ: 2 91 14 01

პროფილაქტიკური სტომატოლოგია

2025წ, 01 დეკემბერი 10:28

პროფილაქტიკური სტომატოლოგიური გასინჯვის აუცილებლობა ბავშვთა ასაკში. ბავშვთა ასაკში რეგულარული სტომატოლოგიური გასინჯვა ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული შემოწმება საშუალებას გვაძლევს:

ადრეული შემოწმება საშუალებას გვაძლევს:
- თავიდან  ავიცილოთ კბილის ტკივილი და კარიესი;
- აღმოვაჩინოთ პრობლემები დროულად ;
- შევინარჩუნოთ სარძევე და მუდმივი კბილების ჯანმრთელობა;
- ჩამოვაყალობოთ სწორი ჰიგიენის ჩვევები ბავშვობიდან.
-
როდის უნდა მივიყვანოთ ბავშვი ექიმთან?
- პირველივე სარძევე კბილის ამოსვლისას
- შემდეგ კი - პროფილაქტიკურად, წელიწადში ორჯერ

ბავშვის პროფილაქტიკური ვიზიტების ინტერვალი ინდივიდუალურია: ზოგიერთი პაციენტისთვის რეკომენდებულია ვიზიტი 6 თვეში, ხოლო მაღალი რისკის ჯგუფებში 3 თვის ინტერვალში. გადაწყვეტილებას იღებს ექიმი რისკ- ფაქტორების და პირის ღრუს მდგომარეობის მიხედვით.

                                              რა ხდება გასინჯვის დროს?
- სრული სიმპტომური და ვიზუალური შემოწმება (კბილების მდგომარეობა, ღრძილები, ღეჭვის ფუნქცია )
- პირის ღრუს ჰიგიენის ინსტრუქციები მშობლებს და პატარა პაციენტებს;

- საჭიროების მიხედვით კბილების ფტორირება, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს კარიესის განვითარებას . (ფტორირება მნიშვნელოვნად ამცირებს დაზიანებული კბილების რაოდენობას. კვლევებმა აჩვენა, რომ დაახლოებით 30- 40 % - მდე მცირდება კარიესის განვითარება. ამიტომ ფტორი მიიჩნევა ერთ- ერთ ყველაზე ეფექტურ პრევენცულ მექანიზმად ბავშვებში )

                                           როდის მივმართოთ ექიმს დაუყოვნებლივ?
- კბილის ძლიერი ტკივილი ან ღრძილის შეშუპება;
- ბავშვს უჭირს საკვების მიღება და აღნიშნავს ტკივილს, დისკომფორტს;
- ყვითელი, მოყავისფრო , შავი ნადების არსებობა , რომელიც შესაძლოა კარიესის საწყის ნიშნებს წარმოადგენდეს.


                             რა უპირატესობა აქვს რეგულარულ პროფილაქტიკას ?

-          ნაკლები საჭიროება ინვაზიური მკურნალობისთვის;

-          მეტი კომფორტი ბავშვებისთვის, ვიზიტები არ ასოცირდება სტრესთან რადგან ბავშვი თანდათან ეჩვევა სტომატოლოგიურ კაბინეტს.

-          ადრე აღმოჩენილი პრობლემების მარტივად და კონსერვატიულად გადაჭრა.

 

             

                 ჯანმრთელი ღიმილი იწყება სწორი ზრუნვით !

                  ჯანსაღი ღიმილი ბავშვობიდან იწყება !

 

 

ბევრს ჰგონია, რომ სარძევე კბილები ,, დროებიტია და მათი მკურნალობა აუცილებელი არ არის ..... მაგრამ სინამდვილეში სწორედ ისინი ქმნიან საფუძველს მუდმივი კბილების სიჯანსაღისთვის და სწორად ამოსვლისთვის.

 

         რატომ არის სარძევე კბილების მკურნალობა აუცილებელი ?

იცავს ბავშვს ტკივილისგან და სხვადასხვა გართულებებისგან .

-          უზრუნველყოფს სწორად ღეჭვას და მეტყველებას

-          ეხმარება მუდმივი კბილების სწორად ამოსვლაში

-          აძლევს პატარას ჯანმრთელ და თავდაჯერებულ ღიმილს.

                                                                                                    

                                                                                  ექიმი სტომატოლოგი თამარ ბაზღაძე 
მთავარი | ჩვენი კლინიკა | სიახლე | ჩვენი ექიმები | კითხვა ექიმს | ექიმის რჩევები | კონტაქტი
CopyRight © 2016-2025 MediMedi.ge All Rights Reserved
Created By R.Ratiani