medimedi logo
ეწვიეთ ჩვენი ფეისბუქის გვერდს visit our facebook page

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა

ლაბორატორია

ჩვენი ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე დონის აპარატურით

სერვისები

კლინიკა მედიმედი ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობაზე

კონტაქტი

კლინიკა "მედიმედი"
ტელ: 2 91 14 01

კლინიკა "მედიმედ"- ში შეიქმნა

2025წ, 28 თებერვალი 12:54
2025წ, 26 თებერვალი 06:30

პერსონალიზებული და ციფრული ონკოლოგიის ცენტრი 



ცენტრის ხელმძღვანელია კლინიკური ონკოლოგი, მედიცინის დოქტორი ალექსანდრე ბოროდა - მოსკოვის ი. სეჩენოვის სახ. 1 სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი (პერსონალიზებული და ციფრული ონკოლოგია), ევროპის კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოების (ESMO), რუსეთის კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოების (RUSSCO) და ამერიკის კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოების (ASCO) წევრი, საერთაშორისო კლინიკური კვლევების (პროტოკოლების) ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილებით.


მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა უახლეს საერთაშორისო კლინიკურ გაიდლაინებზე დაყრდნობით


განსაკუთრებით რთულ და მძიმე შემთხვევებში, როდესაც საჭიროა არასტანდარტული მკურნალობის სქემების შერჩევა, მკურნალობის ოპტიმალური ტაქტიკა ყალიბდება თანამედროვე პრეციზიული და ციფრული ონკოლოგიის უახლეს მიღწევებზე დაყრდნობით


გადაამოწმეთ თქვენი დიაგნოზი დღეს - ადრეული სწორი ტაქტიკის შერჩევა გადაარჩენს თქვენს სიცოცხლეს!


თურქეთსა და სხვა ქვეყნებში ონკოლოგიური პათოლოგიის დიაგნოსტიკისა და შესაბამისი პაციენტების მკურნალობის რეალური და სრულფასოვანი ალტერნატივა!!


თანამედროვე მიდგომები კიბოს მკურნალობაში

პერსონალიზებული ონკოლოგიის ძირითადი და მთავარი გზავნილია ის, რომ ნებისმიერი პაციენტი და ნებისმიერე სიმსივნე ერთნაირი არ არის. ამიტომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პაციენტს ვურჩევთ ინდივიდუალური მკურნალობის სტრატეგიას პრეციზიული და ციფრული ონკოლოგიის უახლესი მიღწევების გამოყენებით.


ჩვენ გთავაზობთ ყველა სახის ავთვისებიანი სიმსივნეებით დასნებოვნებულ პაციენტთა კონსულტაციასა და მკურნალობას, მათ შორის:

· ფილტვის კიბო
· კოლორექტული კიბო
· ძუძუს ჯირკვლის კიბო
· პროსტატის კიბო
· კუჭის კიბო
· ღვიძლის კიბო
· კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო
· თირკმლის კიბო
· შარდის ბუშტის კიბო
· მელანომა
· და სხვ.


პერსონალიზებული ონკოლოგია სცდება სტანდარტული მკურნალობის მეთოდებს და ითვალისწინებს უშუალოდ თქვენი სიმსივნის უნიკალურ მახასიათებლებს. თანამედროვე პრეციზიული ონკოლოგიის (გენომური სეკვენირება და ტრანსკრიპტომის პროფაილინგი) მეშვეობით ჩვენ ვიკვლევთ თქვენი სიმსივნის მოლეკულურ-გენეტიკურ თავისებურებებს და მიღებული მონაცემების საფუძველზე ვქმნით მკურნალობის გეგმას, რომელიც:


ციფრული ონკოლოგია

ციფრული მედიცინა მნიშვნელოვან შესაძლებლობებს უხსნის კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკას, რადგან მას შეუძლია პაციენტის ვრცელი მონაცემების (გენეტიკური მარკერების, ცხოვრების სტილის ფაქტორების და გამოსახულებითი კვლევების) ანალიზი. ეს უნარი ზრდის კიბოს აღმოჩენის შანსს ყველაზე ადრეულ, სამართავად უფრო ადვილ სტადიებზე, რაც დროულ ჩარევასა და უკეთესი შედეგების მიღწევას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ციფრული ჯანდაცვის ტექნოლოგიები ონკოლოგიაში პერსონალიზებული მედიცინის ეპოქას უხსნის გზას. გენეტიკური და მოლეკულური მონაცემების ღრმა ანალიზისა და ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, შესაძლებელია მეტად ინდივიდუალური მკურნალობის გეგმების შემუშავება. შედეგად, პაციენტები იღებენ თერაპიას, რომელიც მორგებულია მათ უნიკალურ გენეტიკურ პროფილზე - ეს ზრდის მკურნალობის ეფექტურობას და ამცირებს გვერდით მოვლენებს.


პერსონალიზებული და ციფრული ონკოლოგიის შერწყმის ეფექტი

ჩვენ მკაფიოდ ვხედავთ, როგორ უმჯობესდება ონკოლოგიური დახმარება ციფრული ტექნოლოგიების დანერგვით, მონაცემების გონივრული გამოყენებითა და ხელოვნურ ინტელექტთან თანამშრომლობით. Digital Oncology პროგრამის წყალობით, ჩვენ სრულად ვართ მიმართული ონკოლოგიური კვლევების, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გაუმჯობესებაზე, რაც შესაძლებელი ხდება თანამედროვე ტექნოლოგიების (ხელოვნური ინტელექტი და დიდი მოცულობის მონაცემთა ანალიზი) გამოყენებით.


თქვენი პარტნიორები მკურნალობის პროცესში

პერსონალიზებული ონკოლოგიის ცენტრში მიგვაჩნია, რომ მკურნალობის საუკეთესო შედეგები მიიღწევა თანამშრომლობითი გადაწყვეტილებების საფუძველზე. თქვენ მკურნალობის პროცესის აქტიური მონაწილე ხართ, ხოლო ჩვენი როლია ყოველ ნაბიჯზე მოგამარაგოთ საჭირო ცოდნით, ტექნოლოგიებითა და ჰუმანური მხარდაჭერით. დიაგნოზიდან რეაბილიტაციამდე, ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე და თქვენს ახლობელ ადამიანებზე, რაშიც მოიცავს:




პერსონალიზებული მიდგომის კლინიკური შემთხვევები ონკოლოგიაში


მამაკაცი, 62 წლის, არარეზექცირებადი IV სტადიის ღვიძლის კიბო. CTიმუნოტარგეტული თერაპიის დაწყებამდე და შემდეგ (დიდი ზომის წარმონაქმნი სიმსივნის თერაპიის შედეგად მკვეთრად შემცირდა და გარდაიქმნა ფსეუდოცისტად)


ქალი, 58 წლის, არარეზექცირებადი IV სტადიის ფილტვის კიბო. გულმკერდის CT იმუნოტარგეტული თერაპიის დაწყებამდე და შემდეგ

 

ქალი, 58 წლის, არარეზექცირებადი IV სტადიის ფილტვის კიბო, მეტასტაზები თავის ტვინში. თავის MRI იმუნოტარგეტული თერაპიის დაწყებამდე და შემდეგ

 

 





☎️☎️ტელეფონი: +995 32 291 14 01

მის: თბილისი, მარჯანიშვილის ქ. N 9
მთავარი | ჩვენი კლინიკა | სიახლე | ჩვენი ექიმები | კითხვა ექიმს | ექიმის რჩევები | კონტაქტი
CopyRight © 2016-2025 MediMedi.ge All Rights Reserved
Created By R.Ratiani