OPTOPOL PTS 920 არის თანამედროვე, ინოვაციური კომპიუტერული პერიმეტრი,
რომელიც გამოიყენება, როგორც დამატებითი კვლევა თვალის ფუნქციის სრულყოფილი შეფასებისას
. მისი თანამედროვე ინტერფეისის მეშვეობით სწრაფად და მარტივად ხდება პერიფერიული მხედველობის
შეფასება და მხედველობის ველის შესწავლა . კომპიუტერული პერიმეტრიით მიღებული მონაცემი
წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას
როგორც ოფთალმოლოგიური დაავადებებისას, როგორიც არის მაგალითად გლაუკომა , ასევე ნევროლოგიური
პათოლოგიებისას.