medimedi logo
ეწვიეთ ჩვენი ფეისბუქის გვერდს visit our facebook page

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა

ლაბორატორია

ჩვენი ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე დონის აპარატურით

სერვისები

კლინიკა მედიმედი ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობაზე

კონტაქტი

კლინიკა "მედიმედი"
ტელ: 2 91 14 01 , 

ჟიბერის ვარდისფერი პიტირიაზი

2024წ, 26 ნოემბერი 15:25

ჟიბერის ვარდისფერი პიტირიაზი იმ პათოლოგიების 




ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებიც ჯერჯერობით მეცნიერების მიერ ბოლომდე შესწავლილი არ არის. 

 

პაციენტები ხშირად სვამენ კითხვებს ამ დაავადების ეტიოლოგიის, ეპიდემიოლოგიის, სეზონურობის, სამიზნე პოპულარული ჯგუფების, დიაგნოსტიკის და მკურნალობის შესახებ.

ჟიბერის ვარდისფერი პიტირიაზის შესახებ პროფესიონალურ კომენტარებს გაეცნობით ს/ც მედიმედის ექიმ- დერმატოლოგის ელისო ბრეგაძის მოხსენებაში                              

 

 

ჟიბერის დაავადების ეტიოლოგია ჯერ კიდევ შეუსწავლია. ზოგი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ჟიბერის ვარდისფერი პიტირიაზი  არაინფექციური დაავადებაა ( ხასიათდება კანის ანთებითა და აქერცვლით), ზოგი ემხრობა მის ინფექციურ -ალერგიულ  დაავადებად კლასიფიკაციას, არსებობს აზრი, რომ ამ ტიპის პიტირიაზს ვირუსული ეტიოლოგია აქვს, განსაკუთრებულ როლს მიაწერენ  Herpes Zoster- 7 - ს.

 

ოფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით რომ ჟიბერის ვარდისფერი ანთებითი ხასიათის მწვავე განკურნებადი დაავადებაა. მისი განვითარების მაპროვოცირებელი ფაქტორებიდან აღსანიშნავია ორგანიზმის გადაცივება, იმუნიტეტის დასუსტება, ხელშემწყობია აგრეთვე ვაქცინაცია, ავიტამინოზი, არაბალანსირებილი  კვება, ნერვული გადაძაბვა, მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს მწერის ნაკბენიც.

 

ჟიბერის დაავადება ორივე სქესის წარმომადგენლებთან თანაბარი სიხშირით გვხვდება, უფრო ხშირია მოზრდილებთან, ძირითადად გვხვდება 10-35-55 წლის ასაკის პირებთან, გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ზომიერ კლიმატურ პირობებში.

 

გამონაყარი ძირითადად ვლინდება ტორსზე, გულმკერდზე, უფრო ხშირია გვერდებზე, შეიძლება იყოს სახესა და კიდურებზეც. ჟიბერის პიტირიაზს ახასიათებს უწესრიგოდ გაბნეული ელემენტები. თავიდან ჩნდება ოვალური ან მრგვალი ფორმის ვარდისფერი ლაქა, რომლის დიამეტრი 2 სმ -ს აღწევს, შიგნით მოყვითალო ფერი აქვს, აქერცლილი ზედაპირი, ეს არის დედისეული ბალთა, ხოლო 1-2 კვირის შემდეგ ჩნდება პატარა ზომის 0,5 სმ დიამეტრის ოვალური ლაქები, რომელთაც შვილეული ბალთები ჰქვიათ. შემთხვევათა

25 %- ში გამონაყარს ძლიერი ქავილი ერთვის, 25 % - ში ქავილი არ აღინიშნება, 50 %- ში კი ქავილი მსუბუქად არის გამოხატული.

 

გართულებები ძირითადად არ ახასიათებს, იშვიათადად ხდება ტემპერატურის მომატება, უფრო მძიმე მიმდინარეობისას, როდესაც დაავადება 6 კვირას და უფრო მეტხანს გრძელდება, ინიშნება სულფანილამიდები და ანტიბიოტიკები. ჩვეულებრივ კი, 6 კვირაში გამონაყარი დამოუკიდებლად ქრება და ჟიბერის ვარდისფერი პიტირიაზი განიკურნება.

 

დიაგნოზი ისმება კლინიკური ნიშნებისა და ანამნეზის გათვალისწინებით, გართულებულ შემთხვევაში ( თუ მეორეულად ინფექცია დაერთო ) ზოგჯერ მიმართავენ კანის პათომორფოლოგიურ და ბაქტერიოლოგიურ კვლევებს.

 

ზამთარში უფრო ხშირად პაციენტებს უნიშნავენ ტალკს, ზაფხულში მალამოებს ( დაბალმოლეკულური ჰორმონული და თუთიის მალამოები ), ინიშნება ანტიჰისტამინური პრეპარატებიც, მძიმედ მიმდინარე ფორმის დროს, როგორც უკვე მოგახსენეთ, სულფანილამიდები და ანტიბიოტიკები. მკურნალობა 3 კვირას გრძელდება.

 

ჟიბერის პიტირიაზის დროს არ არის სასურველი გაოფლიანება, სინთეტური, შალისა და მჭიდრო ტანსაცმლის ტარება, ხახუნი გამონაყარზე, ამ დაავადებას არ უყვარს მზე, სოლარიუმი და წყალი; ამ ფაქტორთა გამო მკურნალობა ხშირად ხანგრძლივდება, გამონაყარი მრავლდება. არ არის სასურველი გოგირდისა და კუპრის შემცველი მალამოებიც, თუ გამონაყარი სახეზეა არ შეიძლება პილინგი, ბიორევიტალიზაცია, ჰიალურონის მჟავას შეყვანა და სხვა კოსმეტოლოგიური პროცედურები, თუ ტანზეა არ შეიძლება მასაჟი. დაავადებას იშვიათად ახასიათებს რეციდივი.

მთავარი | ჩვენი კლინიკა | სიახლე | ჩვენი ექიმები | კითხვა ექიმს | ექიმის რჩევები | კონტაქტი
CopyRight © 2016-2024 MediMedi.ge All Rights Reserved
Created By R.Ratiani