medimedi logo
ეწვიეთ ჩვენი ფეისბუქის გვერდს visit our facebook page

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა

ლაბორატორია

ჩვენი ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე დონის აპარატურით

სერვისები

კლინიკა მედიმედი ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობაზე

კონტაქტი

კლინიკა "მედიმედი"
ტელ: 2 91 14 01 , 

ფიზიოთერაპია

ფიზიკური ფაქტორები მუდმივად ზემოქმედებენ ადამიანის ორგანიზმზე და გარკვეულწილად ფიზიოლოგიურ გამღიზიანებლებს წარმოადგენენ.მათ გამოყენებას სამკურნალო მიზნით ფიზიოთერაპია ეწოდება. „ფიზის "- ბერძნულად ნიშნავს ბუნებას, „ თერაპეო" მკურნალობას. (ფიზიკური ფაქტორები მრავალგვარია და შესაბამისად ადამიანის ორგანიზმზე სხვადასხვაგვარ გავლენას ახდენენ.) 

ფიზიკური ფაქტორები ბუნებრივია და აქედან გამომდინარე ორგანიზმისთვის უფრო ფიზიოლოგიური ანუ ჩვეული გამღიზიანებელია.ისინი აიძულებენ გარკვეულ ორგანოებს და ორგანოთა სისტემებს უფრო აქტიურ ფუნქციონირებას, რითიც ხელს უწყობენ მისი ნორმალური მდგომარეობის აღდგენას, რომლის მოშლაც მოხდა ავადმყოფობის ან რაიმე დაზიანების, ტრავმის შედეგად. 

                            მოკლედ ჩვენს კლინიკაში მოქმედი აპარატურის შესახებ:

ელექტროფორეზი- გამოიყენება დისპლაზიების, კისერმრუდობის, ტრავმების, ნერვული სისტემის დაავადებების დროს.

ამპლიპულსი- გამოიყენება ძირითადად პერიფერიული ნერვული სისტემის და სახსრების დაავადებების დროს.

ულტრაბგერითი თერაპია- ( ფონოკონეზი) გამოიყენება ტრავმის შემდგომ და ხერხემლის დაავადებების დროს.

ულტრა მაღალი სიხშირის - თერაპია (УВЧ) გამოიყენება თითქმის ყველა ორგანოს მწვავე ანთებითი დაავადებების დროს.

ლაზეროთერაპია- თანამედროვე ფიზიოთერაპიული აპარატი- დაბალენერგეტიკული გამოსხივებით- გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ანთებების სამკურნალოდ ( ფრონტიტი, ჰაიმორიტი, სინუსიტი, ოტიტი)

ექ: ფიზიოთერაპევტი
ნინო გუმბერიძე
14/12/2016წ
მთავარი | ჩვენი კლინიკა | სიახლე | ჩვენი ექიმები | კითხვა ექიმს | ექიმის რჩევები | კონტაქტი
CopyRight © 2016-2024 MediMedi.ge All Rights Reserved
Created By R.Ratiani