medimedi logo
ეწვიეთ ჩვენი ფეისბუქის გვერდს visit our facebook page

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა

ლაბორატორია

ჩვენი ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე დონის აპარატურით

სერვისები

კლინიკა მედიმედი ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობაზე

კონტაქტი

კლინიკა "მედიმედი"
ტელ: 2 91 14 01 , 

პროფილაქტიკური სტომატოლოგიური გასინჯვის აუცილებლობა ბავშვთა ასაკში

ბავშვთა ასაკის სტომატოლოგია სტომატოლოგიურ სამსახურის შემადგენელი ნაწილია,რომელიც საშუალებას გვაძლევს რეალიზებულ იქნას სტომატოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა - ბავშვი გაიზარდოს ჯანმრთელი.ამ პრობლემის გადაწყვეტა კი, შესაძლებელია მხოლოდ პროფილაქტიკურ ღონისძიებათა დანერგვით. 

ბავშვის მიყვანა სტომატოლოგთან საჭიროა ჩივილების დაწყებამდე. სხვა შემთხვევაში სტომატოლოგიური კაბინეტი მისთვის ასოცირდება ტკივილთან, შიშთან და ნერვიულობასთან.ხოლო დროული პროფილაქტიკური ვიზიტით დათვალიერება შესაძლებელია  უმტკივნეულოდ, გართობით რაც ბავშვს უხსნის შიშის ფაქტორს. ბავშვის პირველი ვიზიტი ექიმ სტომატოლოგთან უნდა მოხდეს 9 თვის ასაკში,ამ დროს ექიმი ამოწმებს  ლორწოვანი გარსის მდგომარეობას, კბილების ამოჭრის და ზრდის პროცესს. 

ასევე აუცილებელია ვიზიტი 12 თვის ასაკში , რათა ბავშვს დროულად გამოუვლინდეს შესაძლო სტომატოლოგიური დაავადებები, მათ შორის სარძევე კბილების ცირკულარული კარიესი, რომელიც ვითარდება არასწორი კვების ან ბავშვის ზოგიერთი მავნე ჩვევის გამო.

ამის შემდეგ ვიზიტი დაიგეგმება წელიწადში 2- ჯერ. რაიმე სახის პრობლემის არსებობისას სამ თვეში ერთხელ. ამგვარი მიდგომით  ყველა პრობლემა ჩანასახშივე აღმოფხვრილი იქნება.

მშობლები ხშირად მიიჩნევენ, რომ არ ღირს სარძევე კბილების კარიესის მკურნალობა, რადგან ისინი მაინც მოსაცვლელია და ფიქრობენ , რომ სჯობს მათი ამოღება კარიესის განვითარებისთანავე, ეს მცდარი აზრია, რადგან სწორედ სარძევე კბილების ხარისხზეა დამოკიდებული მომავალში მუდმივი კბილების მდგომარეობა.

სარძევე კბილების ფესვები ფართოა და მათ შორის არის მოთავსებული მუდმივი კბილის ჩანასახი. დამტკიცებულია, რომ კარიესული სარძევე კბილიდან ინფექცია შეიძლება მოხვდეს ძირითადი კბილის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ჩანასახში რის გამოც იგი ამოიჭრება დაზიანებული. 

კარიესული კბილების ამოღების შემდეგ, გვერდით მდგომი კბილები იწყებენ გადაადგილებას და ავსებენ ცარიელ სივრცეს, შედეგად მუდმივი კბილების ამოჭრის კბილთა მწკრივში, შეიძლება ადგილი აღარ დარჩეს, რის გამოც კბილი დაიკავებს არასწორ მდებარეობას.

გარდა ამისა, სარძევე კბილების ნაადრევი ამოღების გამო, არასრულფასოვანი ღეჭვის შედეგად შეიძლება სერიოზულად დაზიანდეს საჭმლის მომნელებელი სისტემა, რომელიც იძულებულია მოინელოს ცუდად დაქუცმაცებული საკვები.
კარიესის პროფილაქტიკა მნიშვნელოვანია დავიწყოთ დაბადებამდე.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროფილაქტიკური ღონისძიებაა დედის მიერ სპეციალური დიეტის დაცვა და ქრონიკული ინფექციური კვების დროული სანაცია.

პროფილაქტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ შერჩეული  საბავშვო კბილის პასტა და ჯაგრისი.

უმნიშვნელოვანესია ბავშვისთვის შეიზღუდოს დიდი რაოდენობით ნახშირწყლების მიღება.

ბავშვებში პათოლოგიური პროცესები ძალიან ჩქარა ვითარდება შავი ლაქიდან პულპიტამდე დრო ძალიან ცოტაა.

მათო დროული დიაგნოსტიკა საშუალებას მოგვცემს ჩავატაროთ მარტივი, სწრაფი, უმტკივნეულო და იაფი მკურნალობა.

ამის გარდა კბილების პროფილაქტიკური შემოწმება ბავშვებში არ იწვევს შიშის გრძნობას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.




გიორგი ჩხაიძე
14/11/2016წ
მთავარი | ჩვენი კლინიკა | სიახლე | ჩვენი ექიმები | კითხვა ექიმს | ექიმის რჩევები | კონტაქტი
CopyRight © 2016-2024 MediMedi.ge All Rights Reserved
Created By R.Ratiani