medimedi logo
ეწვიეთ ჩვენი ფეისბუქის გვერდს visit our facebook page

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა

ლაბორატორია

ჩვენი ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე დონის აპარატურით

სერვისები

კლინიკა მედიმედი ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობაზე

კონტაქტი

კლინიკა "მედიმედი"
ტელ: 2 91 14 01 , 

უძილობა და მისი მიზეზები

უძილობა ანუ ინსომნია ფართოდ გავრცელებული და საკმაოდ სერიოზული პრობლემაა.ხშირად მას მხოლოდ ნევროზულ ფონს უკავშირებენ, თუმცა რეალურად გამომწვევი მიზეზი მრავალგვარია- მსუბუქი ნერვიულობით დაწყებული, ქრონიკული დაავადებებით დამთავრებული. 

ძილი ადამიანს თავის ტვინის აქტივობის ბუნებრივი ციკლის ნაწილია და შედგება რამდენიმე ფაზისგან.მათ შორის ორი ძირითადია: სწრაფი ძილის (თვალის სწრაფი მოძრაობის) და ნელი ძილის ( თვალის ნელი მოძრაობის) ფაზები. ძილის ხანგრძლივობა სხვადასხვა ასაკში სხვადასხვაა: ჩვილებს დღეში 16-18 საათი უნდა ეძინოთ, უფროსი ასაკის ბავშვებს და მოზარდებს 10 საათი,მოზრდილებს 7-8 საათი. 50 წლის შემდეგ ძილის ხანგრძლივობა მცირდება და საშუალოდ 5,5-6 საათს შეადგენს. 
 
ინსომნია შეიძლება იყოს ეპიზოდური, ხანმოკლე და ქრონიკული.ეპიზოდურია ინსომნია,როდესაც ძილი ირღვევა ერთი ან ორი ღამის განმავლობაში. ხანმოკლე ინსომნიის დროს, უძილობა შეიძლება 1 კვირიდან 3-4 კვირამდე გაგრძელდეს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ძილის დარღვევა 1 თვეზე მეტ ხანს გრძელდება- ქრონიკულ ინსომნიასთან გვაქვს საქმე. ეპიზოდური და ხანმოკლე ინსომნია შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქმა ნერვიულობამ, მოუხერხებელმა საწოლმა, ძილის წინ კოფეინის შემცვლელი პროდუქტების მიღებამ და სიგარეტის მოწევამ, სიმთვრალემ და ა. შ. ქრონიკული ინსომნია კი უკვე დაავადებად მიიჩნევა და მისი გამომწვევი მიზეზებიც უფრო მძიმეა: ნევროზი, დეპრესია, ფსიქოზი, სომატური და ენდოკრინული  პათოლოგიები, ტვინის ორგანული დაავადებები, სხვადასხვა სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებები და ა. შ. ინსომნიის სიმპტომებია: ჩაძინების სირთულე, ზედაპირული ძილი, ადრე გაღვიძება, კოშმარული სიზმრები, ძილის შეგრძნების არქონა-  ადამიანი ფიქრობს, რომ მთელი ღამის განმავლობაში ფხიზლად იყო, მაშინ როცა სინამდვილეში მას გარკვეული პერიოდი ეძინა. 

ინსომნიის შედეგებია: მუდმივად დაღლილობის შეგრძნება, შენელებული რეაქცია, ინტელექტუალური შესაძლებლობების და მახსოვრობის დაქვეითება, მაღალი წნევა, იმუნიტეტის შესუსტება, გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების რისკი... უძილობის დიაგნოსტიკა ძირითადად ხდება ანამნეზის საფუძველზე. 

ინსომნიის ხანოკლე და ქრონიკული ფორმების შემთხვევაში ავადმყოფმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. ინსომნიის სამკურნალოდ გამოიყენება: H1 ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორები. ბენზოდიაზეპინები, ბარბიტურატები, ჰიპნოტიკები. საძილე პრეპარატების თვითნებურად ან მეგობრების რჩევით მიღება არ შეიძლება, რადგან ზოგიერთი მათგანი იწვევს მიჩვევას და საზიანოა ჯანმრთელობისათვის. 

ეპიზოდური ინსომნიის დროს საჭიროა  ძილის ჰიგიენის მოწესრიგება- უარი კოფეინის შემცველ სასმელებზე დღის მეორე ნახევარში, ადგომა და დაწოლა ერთსა იმავე დროს, ვახშმობა დაძინებამდე მინიმუმ სამი საათით ადრე, ძილის წინ მხოლოდ ხილის და რძის მსუბუქი პროდუქტების მიღება,  ფეხით გასეირნება სუფთა ჰაერზე, თბილი აბაზანა. დასაშვებია მცენარეული საძილე საშუალებების მიღება,  უკეთესია თუ ეს იქნება ექიმის რჩევით

ნევროლოგი
თამთა ირემაძე
22/09/2016წ
მთავარი | ჩვენი კლინიკა | სიახლე | ჩვენი ექიმები | კითხვა ექიმს | ექიმის რჩევები | კონტაქტი
CopyRight © 2016-2024 MediMedi.ge All Rights Reserved
Created By R.Ratiani