medimedi logo
ეწვიეთ ჩვენი ფეისბუქის გვერდს visit our facebook page

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა

ლაბორატორია

ჩვენი ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე დონის აპარატურით

სერვისები

კლინიკა მედიმედი ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობაზე

კონტაქტი

კლინიკა "მედიმედი"
ტელ: 2 91 14 01 , 

ძუძუთი კვება

ორსულობა და ჩვილის დაბადება ქალის ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი და მნიშვნელოვანი ხანაა. ყველა დედას სურვილია, მისი შვილი ჯანმრთელი და ლამაზი დაიბადოს,
 
დედის  ორგანიზმიდან გარე  სამყაროში  მოხვედრილი ახალშობილი მნიშვნელოვანი გამოცდის წინაშე დგება, რადგან მისი ნაზი ორგანოები და სისტემები ფუნქციონირებას იწყებენ სრულიად განსხვავებულ გარემოში.
ამ რთული ადაპტაციური პროცესების ნორმალურად წარმართვისათვის უმნიშნელოვანესია სწორი კვება მშობიარობის შემდგომ პირველივე წუთებიდანვე, დედის სწორი მოქმედება განსაზღვრავს  შემდგომში როგორც ბავშვის კვების ხასიათს ისე  დედის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

გახსოვდეთ !  ძუძუთი კვება საუკეთესოა თქვენი შვილისათვის.
 
მაღალი კალორიულობა, ადვილად შეწოვის  უნარი, ქიმიური შემადგენლობით  მისი მსგავსება ბავშვის ქსოვილებთან, მაღალი იმუნური თვისებები -ყოველივე ამის გამო ხსენი შეუცვლელი საკვებია ბავშვის დაბადების პირველ დღეებში.

ქალის რძის ფერი არ არის მისი ცხიმიანობის და კვებითი ღირებულების მაჩვენებელი. ყველა ქალის რძის შემადგენლობა მუდმივად იცვლება ბავშვის მოთხოვნილების შესაბამისად, აქედან გამომდინარე, რძის შემადგენლობის შემოწმება აზრს კარგავს, რადგან თქვენ გაქვთ სწორედ ის რძე, რომელიც თქვენს პატარას სჭირდება.

ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნია გაგიზიაროთ ჩვენი ცოდნა იმ საკითხებზე, რომლებიც აუცილებელია იცოდეს ყველა დედამ და სრულიად უსასყიდლოდ მოგამზადოთ ამ მეტად საპატიო მოვალეობის შესასრულებლად . კეთილად და იმედიანად განგაწყოთ მომავალი მშობიარობის, ძუძუთი კვებისა და ბავშვის მოვლისათვის.

გელოდებით, კეთილი სურვილებით
ნანა კახნიაშვილი
12/09/2016წ
მთავარი | ჩვენი კლინიკა | სიახლე | ჩვენი ექიმები | კითხვა ექიმს | ექიმის რჩევები | კონტაქტი
CopyRight © 2016-2024 MediMedi.ge All Rights Reserved
Created By R.Ratiani