ტონზილექტომიის ჩვენებისას როდესაც სახეზეა მისი დეკოპენსირებული
ფორმა ანუ გართულებები უპირატესად რევმატიზმის
და ნეფრიტის სახით აუცილებელია, პროცესის ეტაპობრივი მართვა, მომზადება საოპერაციოდ.
ხშირად მკურნალობის კურსი ქრონიკული ტონზილიტის დროს მოიცავს დაახლოებით 2 კვირას,
რევმატიზმის არსებობის შემთხვევაში წინა საოპერაციო პერიოდი დაახლოებით 2 თვიანია და
სხვადასხვა მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად აუცილებელია გახანგრძლივებული მოქმედების
პენიცილინის (რეტარპენის) ჩართვა რაც უნდა გაგრძელდეს ოპერაციის შემდეგაც რათა თავი
დავიცვათ შეძენილი რევმატული მანკისაგან. ამ უკანასკნელის ჩამოყალიბების შემთხვევაში
გულის უკმარისობის კორეგირების მიზნით საჭირო ხდება სარქვლის პროტეზირება.
მოსწავლეთა შორის გვხვდება გონების დაკარგვის შემთხევები.
ამ დროს უძირითადესად ნეიროვეგეტატიურ კრიზებთან და ეპილებსიებთან ერთად საჭირო ხდება
სხვადასხვა წარმოშობის უცაბედი არითმიების ( პარკუჭოვანი ჰიბრილაცია, QT- ინტერვალის გახანგრძლივების
დროს და სხვა) გამორიცხვა. აღნიშნული სიტუაციების დროს დიაგნოზის დადგენისთვის საკმარისი
არ არის რუტინური ელექტრო-კარდიოგრაფია, ამ შემთხვევაში საჭიროა ეკგ დღე-ღამის მონიტორირება
ჰოლტერის მეთოდით. ბოლო წლებში სპორტულ სექციებში და მოედნებზე სპორცმენთა უეცარი სიკვდილის
შემთხვევა ხაზს უსვამს სპორტით დაკავებულ ბავშვებში კარდიოლოგის კონსულტაციის აუცილებლობას
რისკების შეფასებით.
დაავადების დროული გამოვლენის მიზნით მშობლებს, მასწავლებლებს,
მწვრთნელებს, ვაწვდით იმ მდგომარეობას და სიმპტომებს როდესაც გამოსარიცხია კარდიოლოგიური
დაავადებები: ორსულობის პერიოდში გადატანილი წითურა, ბავშვობაში გადატანილი ქუნთრუშა
და ჩირქოვანი ანგინები. გონების დაკარგვის თუნდაც ერთი ეპიზოდი, სილურჯე ცხვირ- ტუჩის
არეში, ტკივილი გულის არეში, ქოშინი, სახსრების ტკივილი, სახსრების შეშუპება, გახანგრძლივებული
დაბალი ტემპერატურა, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება.
პროფილაქტიკა საოცრად ეფექტურია!
ვუმკურნალოთ მიზეზს და არა შედეგს!
კარდიორევმატოლოგი