medimedi logo
ეწვიეთ ჩვენი ფეისბუქის გვერდს visit our facebook page

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა

ლაბორატორია

ჩვენი ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე დონის აპარატურით

სერვისები

კლინიკა მედიმედი ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობაზე

კონტაქტი

კლინიკა "მედიმედი"
ტელ: 2 91 14 01 , 

რა უნდა ვიცოდეთ ყურში გოგირდის ჭარბად წარმოქმნის დროს?

რასთან არის დაკავშირებული გოგირდის ჭარბწარმოქმნა, ნიშნავს თუ არა ეს დაავადებას?


გარეთა სასმენ მილში გოგირდის დაგროვება ბუნებრივი მოვლენაა.გოგირდის ჯირკვლები მუდმივად გამოყოფენ განსაზღვრულ ოდენობის გოგირდს, რასაც დამცველობითი ფუნქცია აქვს. ჩვეულებრივ, ღეჭვისა და ყლაპვის პროცესში გარეთა სასმენი მილის აპკოვანი ხრტილოვანი ნაწილის დრეკადობის გამო ხდება გოგირდის გარეთ გამოყოფა,თუმცა გარკვეულ შემთხვევებში, გარეთა სასმენი მილის სივიწროვის, მტვრიანი გარემოს ზემოქმედების ან გარეთა სასმენ მილში ჭარბი თმიანი საფარველის არსებობისას, გოგირდის მასების გამოდევნა ბრკოლდება. ზოგჯერ კი ჯირკვლები გოგირდს ჭარბად გამოყოფენ.გოგირდოვანი მასების დაგროვება ახშობს გარეთა სასმენი მილის სანათურს, რაც იწვევს ბგერის გატარების შეფერხებას და სმენის დაქვეითებას.

 ასეთ შემთხვევაში ხშირად საჭირო ხდება გამორეცხვა გარეთა სასმენი მილის თვითნებური გაწმენდის მცდელობისას საკმაოდ მაღალია დაფის აპკის ტრავმული დაზიანების რისკი. პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს სპეციალისტს.

ოტოლარინგოლოგი
ლელა ჩიგოგიძე
27/01/2017წ
მთავარი | ჩვენი კლინიკა | სიახლე | ჩვენი ექიმები | კითხვა ექიმს | ექიმის რჩევები | კონტაქტი
CopyRight © 2016-2024 MediMedi.ge All Rights Reserved
Created By R.Ratiani