რა უნდა ვიცოდეთ გრიპის დროს.
გრიპი ზედა სასუნთქი გზების ინფექციების ერთერთი ყველაზე ეპიდემიური სახეა,რომელიც ორგანიზმის ზოგადი ინტოქსიკაციით და სხვადასხვა გართულებებით ხასიათდება.
მის ნაადრევ სიმპტომებზე რეაგირება იცავს ადამიანს ამ გართულებებისაგან და ეხმარება სწრაფ გამოჯანმრთელებაში.
გრიპი იწყება მწვავედ- ცხელებით, თავის ტკივილით შუბლის და საფეთქლის არეში, მტვრევის შეგრძნებით კუნთებში და სახსრებში, თავბრუსხვევით, თვალის კაკლის ტკივილით მოძრაობისას, სინათლის შიშით.
კატარული მოვლენები - ხველა, სურდო, ყელის ტკივილი უფრო ხშირად მოგვიანებით ვლინდება.
პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე საჭიროა მიმართოთ თქვენს პირად ექიმს.
გრიპისგან დაცვის მეტნაკლებად ეფექტური საშუალება ვაქცინაციაა.დაავადების პრევენციისთვის, განსაკუთრებით ეპიდემიის სეზონზე, საჭიროა სრულფასოვანი კვება - მენიუში ლიმონის,ნიორის, ხახვის უფრო აქტიური გამოყენება, სითხით დატვირთვა, ხელების ხშირი დაბანა, საცხოვრებლის სველი დალაგება - რამდენადაც შესაძლებელია, ხშირი განიავება, ჯანსაღი ცხოვრების წესი - ვარჯიში, ფიზკულტურა.
გრიპიანობის პერიოდში საჭიროა თავის არიდება ხალხმრავალი ადგილებისაგან ან ნიღბის ტარება, რასაკვირველია გრიპით დაავადებულებებისაგან დისტანცირება.
პრეპარატების მიღება ანტივირუსული და იმუნომოდულირების ეფექტით მხოლოდ ექიმის რჩევით.
გიული ფოფხაძე