იმუნიზაცია არის ინფექციური დაავადებებისგან ორგანიზმის დაცვის საშუალება ვაქცინის შეყვანის ( აცრის) გზით.
ადამიანის ორგანიზმს გააჩნია ინფექციის წინააღმდეგ მებრძოლი ბუნებრივი დამცავი მექანიზმი ანუ იმუნური სისტემა. იგი წარმოშობს ანტისხეულებს, რომელთა ფუნქცია ადამიანის ინფექციისგან დაცვაა.
მიუხედავად ამისა, არსებობს ინფექციური დაავადებები, რომლებსაც ბავშვის ორგანიზმი ბუნებრივი გზით ადვილად ვერ უმკლავდება.მაგ: დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა, წითელა, და ა. შ. მათი გართულებები სიცოცხლისთვის საშიშია. ამ დაავადებებისა და მათი გართულებების თავიდან ასაცილებლად ტარდება იმუნიზაცია ( იმუნიტეტის გაძლიერება აცრების გზით.)
იმუნიზაცია მაღალი პროცენტით იცავს ბავშვის ორგანიზმს ინფექციისგან,მაგრამ თუ მაინც მოხდა დაინფიცირება ბავშვი დაცულია გართულებებისაგან. არსებობს აცრის ეროვნული კალენდარი, რომლის მიხედვითაც მშობელი ვალდებულია ყურადღებით მოეკიდოს ვაქცინაციის პროცესს და უზრუნველყოს ბავშვის მიყვანა ვაქც. კაბინეტში.
გახსოვდეთ, რომ ბავშვის აცრა არასდროსაა ძალიან დაგვიანებული
იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენმა შვილმა გამოტოვა გეგმიური ვაქცინაცია და გასცდა იმ ასაკს, რომელიც საუკთესო იყო აცრისთვის, უნდა მიმართოთ სამედიცინო პერსონალს და ჩაატაროთ გამოტოვებული აცრა.